პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებით, ანაკლიის მიმართ ძალიან დიდი ინტერესია როგორც ინვესტორების, ასევე კონკრეტული სახელმწიფოების მხრიდან.
როგორც მთავრობის მეთაურმა ჟურნალისტებს განუცხადა, მთავარია, მაქსიმალურად მომგებიანი ხელშეკრულება დაიდოს ანაკლიის ტერმინალების ოპერირებასთან დაკავშირებით.
„ანაკლიის მიმართ არის ძალიან დიდი ინტერესი ინვესტორების მხრიდან, კონკრეტული სახელმწიფოების მხრიდან, ყველას აქვს ინტერესი. ჩვენთვის მთავარია, რომ მაქსიმალურად მომგებიანი ხელშეკრულება დავდოთ ანაკლიის ტერმინალების ოპერირებასთან დაკავშირებით და ეს იქნება აბსოლუტურად ღია პროცესი“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.