logo
Loading data...
მთავარი ბიზნესი

სტატია

"სამშენებლო კომპანიებისთვის მასშტაბის გაზრდა მნიშვნელოვანია" - ზვიად თოიძე

"ბოლო პერიოდში ბევრი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა, თუმცა კიდევ მეტია საჭირო, რომ სამშენებლო სექტორი უფრო მეტად განვითარდეს" - ამის შესახებ  "ბიზნესპარტნიორის" ღამის ეთერში "ინსის" გენერალურმა დირექტორმა ზვიად თოიძემ განაცხადა.

მისი თქმით, დამატებითი შემოსავლების და ღირებულების შექმნა სამშენებლო კომპანიებს განვითარების, ტექნოლოგიების გაუმჯობესებისა და საერთაშორისო პროექტებში მონაწილეობის შესაძლებლობას მისცემს.

"რეალურად ბევრი ნაბიჯი გადაიდგა და ეს მოძრაობა ნამდვილია, მაგრამ კიდევ მეტია საჭირო, რომ ეს სექტორი უფრო მეტად განვითარდეს. სამშენებლო კომპანიებისთვის მასშტაბის გაზრდა მნიშვნელოვანია, რათა მათ საერთაშორისო ბრენდებთან და მსხვილ პროექტებთან მუშაობის შესაძლებლობა ჰქონდეთ. მასშტაბი ბევრად ადვილად მისაღწევი იქნება, თუ ბოლომდე იქნება ეს რეფორმა განხორციელებული. რეალურად, დამატებითი შემოსავლები თუ შეიქმნება, ეს კომპანიების განვითარებას გამოიწვევს“, - აღნიშნა ზვიად თოიძემ.

თოიძემ ასევე ყურადღება გაამახვილა ხარისხზე და აღნიშნა, რომ ხარისხიანი მშენებლობისთვის შესაბამისი ხარჯების გაწევა აუცილებელია.

გამოგვყევით