logo
Loading data...
მთავარი მსოფლიო

სტატია

"Shein-ის აქციები რეკორდულად დაეცა" - Reuters

"Shein-ის აქციები რეკორდულად დაეცა" - Reuters

1790693280

Fast-fashion-ის კომპანია Shein-ის აქციები სამშაბათს 14%-მდე დაეცა და რეკორდულ მინიმუმს მიაღწია მას შემდეგ, რაც კომპანიამ კვარტალური მოგების 67%-იანი ვარდნა გამოაცხადა.

Reuters-ის ცნობით, Shein-ის მიერ გამოქვეყნებულ პირველ ფინანსურ შედეგებში ჩანს, რომ მეორე კვარტალში მოგებამ 228 მილიონი დოლარი შეადგინა. მოგების მაჩვენებელი კი გასული წლის 6.2%-დან 2.1%-მდე შემცირდა.

ანალიტიკოსების შეფასებით, შედეგებზე გავლენა იქონია გაზრდილმა სატრანსპორტო და ავიაგადაზიდვის ხარჯებმა, მათ შორის ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტის ფონზე. განსაკუთრებით სუსტი აღმოჩნდა ევროპის ბაზარი.

Shein-მა ფასები გაზარდა და ონლაინ რეკლამაზე ხარჯები შეამცირა. კომპანიის აღმასრულებელი დირექტორისა და თავმჯდომარის, Yangtian Xu-ს, განცხადებით, Shein-ის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი ევროპაში მარაგების გაზრდაა. კომპანია ასევე გეგმავს უფრო ძვირადღირებული ტანსაცმლის ხაზის გაფართოებას, რაც, მისი თქმით, მომგებიანობის ზრდას შეუწყობს ხელს.

თამთა ცერცვაძე 

გამოგვყევით