logo
Loading data...
მთავარი ეკონომიკა

სტატია

სგპ "ქუთაისის აეროპორტის" მებაჟე ოფიცრებმა დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები აღმოაჩინეს

სგპ "ქუთაისის აეროპორტის" მებაჟე ოფიცრებმა დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები აღმოაჩინეს

1794833092

საბაჟო გამშვებ პუნქტზე - ,,ქუთაისის აეროპორტი“, სავალდებულო დეკლარირებას დაქვემდებარებული დიდი ოდენობით ოქროს ნაკეთობების შემოტანის ფაქტი აღიკვეთა.  ამის შესახებ ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს. 

მებაჟე ოფიცრებმა უცხო ქვეყნის მოქალაქის კუთვნილი ბარგის რენტგენო ინსპექტირების აპარატზე სკანირებისას ჯამში - 166 გრამი ოქროს ნაკეთობები აღმოაჩინეს.

40 397 ლარის ღირებულების არადეკლარირებული საქონელი კანონდამრღვევ მოქალაქეს საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით, საქართველოს საზღვარზე მალულად შემოჰქონდა.

საქმის მასალები, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.

გამოგვყევით