„თეგეტა ჰოლდინგის“ გენერალური დირექტორის ეკატერინე ქავთარაძის განცხადებით, მათ სექტორში ერთ-ერთ გამოწვევა კვალიფიციური ადამიანური რესურსების დეფიციტია.
როგორც მან პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესა და ბიზნესის წარმომადგენლებს შორის გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ განუცხადა, მთავრობის წევრებმა განაცხადეს, რომ პროფესიულ სწავლებებს ხელს შეუწყობენ და ასევე მიგრანტებისთვის ისეთი დარგების პოპულარიზაცია მოხდება, სადაც ისინი ადგილობრივ მოქალაქეებს კონკურენციას არ გაუწევენ.
“ბიზნესსა და მთავრობის წარმომადგენლებს შორის შეხვედრები ძალიან მნიშვნელოვანია. დღევანდელი შეხვედრაც ამას ემსახურებოდა, გაჟღერდა ბიზნეს ასოციაციის მიერ ჩატარებული კვლევის შეჯამებული შედეგები, რომლის გარშემოც გამოტანილი იყო როგორც ეკონომიკის წარმატებები, ასევე გამოწვევებიც. სწორედ ამ გამოწვევებზე იყო მთავრობის უკუკავშირი, თუ რა კეთდება თითოეული გამოწვევის მიმართულებით.
ჩვენი სექტორის მიმართულებით უფრო მეტად არის კვალიფიციურ ადამიანურ რესურსებზე ნაკლებობა. ამ მიმართულებით გაჟღერებული იყო საქართველოს მთავრობის წევრების მხრიდან ადგილობრივი პროფესიული სწავლებების ხელშეწყობა 2027 წელს, როგორც ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად, ასევე მიგრანტებისთვის ისეთი დარგების პოპულარიზაცია, სადაც ისინი ადგილობრივ მოქალაქეებს კონკურენციას არ გაუწევენ”,-განაცხადა ეკატერინე ქავთარაძემ.