logo
Loading data...
მთავარი ბიზნესი

სტატია

შავლეგ მიშველაძე: ბიზნესისთვის გამოწვევა საკადრო დეფიციტი და ბიუროკრატიული ბარიერებია

ნავთობკომპანია "გალფის" ბიზნესის განვითარების დირექტორის შავლეგ მიშველაძის განცხადებით, საქართველოს ბიზნეს ასოციაციის კვლევამ აჩვენა, რომ ძირითადად, ბიზნესითვის გამოწვევა არის  საკადრო დეფიციტი და ბიუროკრატიული ბარიერები. ამის შესახებ მიშველაძემ პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესა და ბიზნესმენებს შორის გამართული შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

„როგორც ბიზნეს ასოციაციის კვლევამ აჩვენა, ძირითადად, სპეციალისტების ნაკლებობა არის პრობლემური საკითხი და ამას ყურადღების გამახვილება სჭირდება. ასევე, არის საკადრო დეფიციტი და ხელმისაწვდომობა. ზოგ შემთხვევაში, არის ბიუროკრატიული ბარიერები. ყოველ ამ საკითხთან დაკავშირებით, მინისტრებმაც და პრემიერმაც ძალიან საინტერესო კომენტარი გააკეთეს“,-განაცხადა შავლეგ მიშველაძემ. 

როგორც მან აღნიშნა, შეხვედრაზე პრემიერმა საქართველოსა და მსოფლიოში მიმდინარე პროცესები მიმოიხილა.

„რასაკვირველია, ეს ყველაფერი სცილდება მხოლოდ საქართველოს ინტერესებს. ვხედავთ, რა ხდება ზოგადად მსოფლიოში გამოწვევების კუთხით. მიმოხილვის მიღმა გახლავთ საქართველოს ბიზნეს ასოციაციის მიერ მომზადებული ტრადიციული კვლევა, სადაც ასევე მკაფიოდ გამოჩნდა,  თუ სად იმყოფება დღეს ქართული ბიზნესი და რა მოლოდინები აქვს უახლესი პერსპექტივის კუთხით. კითხვა-პასუხის ფორმატიც გახლდათ, რომელიც ეხებოდა სხვადასხვა სფეროს, სხვადასხვა რეგულაციის შესაძლებლობას ან დაკორეტირებას“,-განაცხადა შავლეგ მიშველაძემ. 

ცნობისთვის, დღეს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ბიზნესმენებს შეხვდა. მთავრობის მეთაურმა სხვადასხვა სექტორში მომუშავე ბიზნესმენებთან ქვეყანაში არსებულ ვითარებაზე იმსჯელა.  

გამოგვყევით