logo
Loading data...
მთავარი საზოგადოება

სტატია

მუხრანში კუსტარულად მოწყობილი სასაკლაო გამოვლინდა - სეს

მუხრანში კუსტარულად მოწყობილი სასაკლაო გამოვლინდა - სეს

1794833475

სურსათის ეროვნული სააგენტოს მცხეთა-მთიანეთის დეპარტამენტის ინსპექტორებმა მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხრანში კუსტარულად მოწყობილ ცხოველთა  სასაკლაოს საწარმოო პროცესი შეუჩერეს.

ფიზიკური პირი (ლ. ა.) უკანონო საქმინობას ეწეოდა. ფაქტი სურსათის ეროვნულმა სააგენტომ და გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა ერთობლივი ღონისძიების ფარგლებში გამოავლინეს.

მოკვლევის შედეგად, სააგენტოს ინსპექტორებმა აღმოაჩინეს და დალუქეს კუსტარული სასაკლაო და საყინულე მაცივარი, რომელშიც გაურკვეველი წარმომავლობის გაყინული ხორცი იყო მოთავსებული.

კანონმდებლობის შესაბამისად, პირი დაჯარიმდა და საწარმოო პროცესი შეუჩერდა.

გამოგვყევით