logo
Loading data...
მთავარი ბიზნესი

სტატია

"საერთაშორისო ტენდერებში ქართული კომპანიების გამარჯვების შანსი, თუ სახელმწიფომ შესაბამისი ჩარევა არ მოახდინა, ნულის ტოლია"

"საერთაშორისო ტენდერებში ქართული კომპანიების გამარჯვების შანსი, თუ სახელმწიფომ შესაბამისი ჩარევა არ მოახდინა, ნულის ტოლია" - ამის შესახებ "ბიზნესპარტნიორის" ღამის ეთერში ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა, ირაკლი გიორგობიანმა განაცხადა. 

მისი თქმით, ქართული კომპანიები საერთაშორისო ტენდერებში ფასის ნაწილში არაკონკურენტუნარიანები არიან. ადგილობრივი ინფრასტრუქტურული ბაზარი, რომელიც ძირითადად ბიუჯეტიდან ფინანსდება,  ფრაგმენტირებულია.

"მსხვილ სამშენებლო კომპანიებს, რომელთა ბრუნვა 60 მილიონ ლარს აჭარბებს, ბაზრის მხოლოდ დაახლოებით 30% უჭირავთ, დანარჩენი კი საშუალო და მცირე კომპანიებზეა გადანაწილებული. პრობლემა ის არის, რომ ეს მასშტაბური ბიზნესია და მაღალმარჟიანი არ არის. თუ გინდა, ეფექტურობას მიაღწიო და კომპანია სტაბილური იყოს, მასშტაბი მნიშვნელოვანია", - აღნიშნა ირაკლი გიორგობიანმა.

გამოგვყევით