logo
Loading data...
მთავარი ბიზნესი

სტატია

შპს "მიტრა" - მეორადი ტანსაცმლის გაყიდვები 35%-ით გაიზარდა

საქართველოში მეორადი ტანსაცმლის გაყიდვები იზრდება. როგორც კომპანია შპს „მიტრა“ (LTD MITRA) გენერალურმა მენეჯერმა, რუსუდან ცინცაძემ, „ბიზნესპარტნიორს“ განუცხადა, წინა წელთან შედარებით, დაახლოებით 35%-იანი ზრდა ფიქსირდება.

„12 წელზე მეტია, საქართველოს ბაზარზე ვართ წარმოდგენილი. მეორეულ (მეორად)  ტანსაცმელზე მოთხოვნა ნამდვილად გაზრდილია. წინა წელთან შედარებით, დაახლოებით 35%-იანი ზრდა ფიქსირდება.

ჩვენ ვართ საბითუმო ტანსაცმლის საწყობი, რომელიც არა მხოლოდ მაღაზიებს, არამედ ინდმეწარმეებს და მცირე მეწარმეებსაც ამარაგებს ტანსაცმლით. გაყიდვები ხდება როგორც ონლაინ, ისე ადგილზე. ტანსაცმელი ევროპის ქვეყნებიდან არის იმპორტირებული.

ჩვენი უპირატესობა ტანსაცმლის ხარისხი და კმაყოფილი მომხმარებელია. თუ ხარისხი არ გექნება, მომხმარებელიც არ იქნება. გაყიდვებიც იმიტომ იზრდება, რომ პროდუქციაც უკეთესია. ეს ბიზნესი ყველა ასაკობრივ კატეგორიაზეა მორგებული, ძირითადად, 20 წლიდან 60 წლამდე ასაკის მომხმარებლებზე. ახლა ისეთი ტენდენცია მოდის, რომ მოდას უკვე მნიშვნელობა აღარ აქვს.

მეორეული ტანსაცმლის სფერო საკმაოდ მომგებიანია, განსაკუთრებით ონლაინ გაყიდვები, რომლებიც ახლა ძალიან აქტუალურია. ონლაინ გაყიდვებს საკმაოდ დიდი წილი უჭირავს“, - განაცხადა რუსუდან ცინცაძემ.

მისი თქმით, ბაზარზე მთავარი გამოწვევა კონკურენციაა.

„საკმაოდ ბევრი მეორეული ტანსაცმლის საწყობია. ერთადერთი, ეს არის ბარიერი. გარდა ამისა, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს მომსახურებასა და მიწოდებას“, - განაცხადა რუსუდან ცინცაძემ.

მისი განმარტებით, შპს „მიტრა“ სამომავლოდ საკუთარი მაღაზიის გახსნას არ გეგმავს.

გამოგვყევით