logo
Loading data...
მთავარი ფინანსები

სტატია

აიღეთ ციფრული Amex ბარათი და ისარგებლეთ სპეციალური პირობებით

აიღეთ ციფრული Amex ბარათი და ისარგებლეთ სპეციალური პირობებით

1791544259

"საქართველოს ბანკი" მომხმარებლებს საკრედიტო Amex ბარათის კიდევ უფრო მარტივად მიღების შესაძლებლობას სთავაზობს.

"საქართველოს ბანკის"  ცნობით, ის მომხმარებლები, რომლებიც "საქართველოს ბანკის" მობილბანკიდან ციფრული Amex ბარათს აიღებენ, ბარათის პირველი წლის მომსახურების საფასურს არ გადაიხდიან. მათი განმარტებით, აღნიშნული შეთავაზება 30 ოქტომბრის ჩათვლით მოქმედებს.

"ციფრული Amex-ის აღება მობილბანკიდან სულ რამდენიმე წამშია შესაძლებელი. ბარათის მიღების შემდეგ მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს გამოიყენოს მისთვის ხელმისაწვდომი საკრედიტო ლიმიტი და ისარგებლოს საშეღავათო პერიოდით. თანხის დარიცხვის თარიღიდან 25 დღის განმავლობაში სრულად დაფარვის შემთხვევაში, გახარჯულ თანხაზე პროცენტი არ დაერიცხება. პირველ წელს, საშეღავათო პერიოდის განმავლობაში, თანხის დაბრუნება კი ეფექტური 0%-იდან არის შესაძლებელი.

მობილბანკის Amex-ის სივრცეში მომხმარებელს ასევე შეუძლია აკონტროლოს საკრედიტო ლიმიტი, გამოყენებული და დასაფარი თანხა, ასევე გადახდის ვადები. Amex-ის მფლობელებს MR ქულების დაგროვებისა და სპეციალური შეთავაზებებით სარგებლობის შესაძლებლობა აქვთ.

Amex Green და Gold ბარათებს დამატებით სამოგზაურო დაზღვევაც მოჰყვება, რომელიც ისეთ გაუთვალისწინებელ შემთხვევებს ფარავს, როგორიცაა ბარგის დაკარგვა და ფრენის გადადება. Amex ბარათს ძალიან მარტივად და სწრაფად, საქართველოს ბანკის მობილბანკიდან შეუკვეთავთ",-აღნიშნულია "საქართველოს ბანკის" მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

გამოგვყევით