ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.5971 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.5973 ლარი იყო.
დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებით 0.0002 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.9090 ლარია. მაშინ, როდესაც დღეს მოქმედი კურსი 2.9137 ლარს შეადგენდა. ევროს ცვლილებამ 0.0047 ლარი შეადგინა.