logo
Loading data...
მთავარი ტურიზმი

სტატია

"თელავის აეროპორტში ახალი სამგზავრო ტერმინალის ამოქმედება რეგიონში ტურისტულ ნაკადს გაზრდის" - "ქვევრები"

თელავის აეროპორტში დაგეგმილ ახალი სამგზავრო ტერმინალის მშენებლობას და მასზე ტენდერის გამოცხადებას "ბიზნესპარტნიორთან" ბიზნესის წარმომადგენლები აფასებენ. 

სასტუმრო "ქვევრებისგაყიდვების მენეჯერის, ეკა კუსრაშვილის შეფასებით, თელავის აეროპორტში ახალი სამგზავრო ტერმინალის ამოქმედების შემდეგ, ქვეყნის შიგნით გადაადგილება გამარტივდება, რაც რეგიონში ტურისტების ნაკადს გაზრდის. 

როგორც სასტუმროს წარმომადგენელი "ბიზნესპარტნიორთან" განმარტავს, აეროპორტის ახალი ტერმინალი ადგილობრივი ტურისტების რაოდენობაზე მნიშვნელოვან გავლენას ვერ მოახდენს, თუმცა უცხოელი ვიზიტორების ზრდაზე დადებითად აისახება.

"ვფიქრობ, განსაკუთრებით უცხოელი ვიზიტორების რაოდენობა გაიზრდება. მაგალითად, როდესაც უცხოელი ტურისტი სვანეთში ისვენებს, ის საკმაოდ ეფექტურად გამოიყენებს, მოგეხსენებათ, გზა საკმაოდ დიდია. ახალი ტერმინალის ამოქმედებას   მცირედი გავლენა ექნება  ადგილობრივების რაოდენობის ზრდაზეც.  სვანეთში მეც ვიყავი და გზამ ძალიან დამღალა. წელს ძალიან ბევრი ტურისტი გვყავდა და შესაბამისად, ლოგიკურად თუ ვიმსჯელებთ, დამღლელი გზის პრობლემა რომ მოიხსნება, ტურისტული ნაკადიც გაიზრდება.

რაც შეეხება თელავში არსებულ გამოწვევებს, სამწუხაროდ, გვაქვს. ზოგადად, თელავს ძალიან დიდი პოტენციალი აქვს, აუცილებელია ტურისტული ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება. რეგიონში ვიზიტორები ხშირად ნადიკვარში (კულტურისა და დასვენების პარკი ქალაქ თელავში), ერეკლეს მუზეუმსა და წინანდალში მიდიან. ძალიან კარგი იქნება, თუ სხვა მიმართულებებიც გაძლიერდება. ასევე, რეგიონში გზის ინფრასტრუქტურის პრობლემა ჯერ კიდევ არსებობს", - აცხადებს ეკა კუსრაშვილი.

ცნობისთვის, მესტიისა და თელავის აეროპორტებში ახალი სამგზავრო ტერმინალების მშენებლობაზე ტენდერები 28 აგვისტოს გამოცხადდა.

გამოგვყევით