საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ მესტიისა და თელავის აეროპორტებში ახალი სამგზავრო ტერმინალების მშენებლობაზე ტენდერები გამოაცხადა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ავრცელებს.
მათივე ცნობით, მესტიის აეროპორტის ახალი ტერმინალი წელიწადში დაახლოებით 50 ათას მგზავრს მოემსახურება, ასევე 50 ათასამდე მგზავრზე იქნება გათვლილი თელავის აეროპორტის ახალი ტერმინალიც.
"მესტიის აეროპორტში მშენებლობის ვადა 24 თვე, თელავის აეროპორტში კი 21 თვეა. ახალი ტერმინალები გააუმჯობესებს მგზავრთა მომსახურებას, ხელს შეუწყობს ტურიზმის განვითარებას და რეგიონებში შიდა მობილობის გაზრდას", - ვკითხულობთ ინფორმაციაში.