logo
Loading data...
მთავარი სტარტაპი

სტატია

ქართული ტექნოლოგიური სტარტაპი Wecharge ევროპულ ბაზარზე შედის

ქართული ტექნოლოგიური სტარტაპი Wecharge საქმიანობის გაფართოებას და მიმდინარე წლის ბოლომდე, ევროპულ ბაზარზე შესვლას გეგმავს. საკითხზე აქტიური მუშაობა უკვე დაწყებულია.

როგორც „ბიზნესპარტნიორს“ Wecharge-ის დირექტორმა და დამფუძნებელმა, თათია ხაბეიშვილმა განუცხადა, Wecharge პირველია, რომელმაც საქართველოში ფოვერ ბანკების გაქირავების ყველაზე დიდი ეკოსისტემა შექმნა და დღეს ბაზარზე ლიდერია.

„ჩვენი სტარტაპის მთავარი იდეა მდგომარეობს შემდგომში - ის ინოვაციური ტექნოლოგიების დანერგვით, ქმნის ენერგიის გაზიარების კულტურას, სადაც ერთ ფოვერ ბანკს მრავალი ადამიანი იზიარებს. კერძოდ, ეს არის თანამედროვე გადაწყვეტა, რომელიც მომხმარებელს დენის წყაროსთან მუდმივ წვდომას აძლევს. Wecharge-ის მომსახურებით სარგებლობას სულ 10 წამი სჭირდება: აპლიკაციაში მომხმარებელი ხედავს უახლოეს სადგურს, მიდის, ასკანერებს QR კოდს და იღებს ფოვერ ბანკს. შემდეგ, ტელეფონს ტენის გადაადგილებისას და აბრუნებს ნებისმიერ Wecharge-ის სადგურში“, - განმარტა თათია ხაბეიშვილმა.

მისივე ინფორმაციით, დღეს, ქვეყანაში Wecharge-ის 700-ზე მეტი სადგური ფუნქციონირებს, რომლებიც თბილისში, მცხეთაში, რუსთავში, ქუთაისში, ბათუმში, ქობულეთსა და გორშია განთავსებული.

გამოგვყევით