logo
Loading data...
მთავარი მსოფლიო

სტატია

კრიპტობაზარზე დადებითი დინამიკა იკვეთება

კრიპტოვალუტის გლობალურ ბაზარზე დინამიკის შეცვლის ნიშნები იკვეთება. ამ დროისთვის ციფრული აქტივების ბაზრის მთლიანი კაპიტალიზაცია 2.65 ტრილიონ დოლარს შეადგენს, რაც ბოლო 30 დღის მონაცემებით მკვეთრად მზარდ ტენდენციაზე მიუთითებს.

ეს პოზიტიური სვლა განსაკუთრებით საყურადღებოა გასული წლის ფონზე, როდესაც ბაზარი ძირითადად დაღმავალ ტრენდს ინარჩუნებდა და 2025 წლის 10 ივლისს დაფიქსირებულ პიკურ, 4.28-ტრილიონიან ნიშნულს ეტაპობრივად ჩამოშორდა.

რაც შეეხება ბირჟაზე არსებულ სურათს, ინდუსტრიის ლიდერი ბიტკოინი ს ღირებულება 77,769.84 დოლარს შეადგენს, რაც ბოლო ერთი კვირის მონაცემებით დაახლოებით 1,900 დოლარით შემცირებული მაჩვენებელია. რაც შეეხება სიდიდით მეორე კრიპტოვალუტას, ეთერიუმის ფასი ამ ეტაპზე 2,518.31 დოლარის დონეზე ფიქსირდება.



გამოგვყევით