ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.5973 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.5992 ლარი იყო.
დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებით 0.0019 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.9108 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.9116 ლარს შეადგენდა. ევროს ცვლილებამ 0.0008 ლარი შეადგინა.