logo
Loading data...
მთავარი ეკონომიკა

სტატია

საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ერთობლივი საბაჟო პუნქტის ფუნქციონირების ოქმი გაფორმდა

საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ერთობლივი საბაჟო პუნქტის ფუნქციონირების ოქმი გაფორმდა

1793365822

საქართველოსა და აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრების თანათავმჯდომარეობით, საქართველო-აზერბაიჯანის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის მე-11 სხდომა გაიმართა. 

აღნიშნული მთავრობათაშორისი კომისიის სხდომის ფარგლებში, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსმა, მამუკა ბარათაშვილმა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო საბაჟო კომიტეტის თავმჯდომარემ, შაჰინ ბაგიროვმა ხელი მოაწერეს ოქმს "საქართველოს მთავრობასა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის მთავრობას შორის საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის ერთობლივი საერთაშორისო საავტომობილო გამტარი პუნქტის "აბრეშუმის გზა -  "იფექ იოლუ" პრაქტიკული ფუნქციონირების შესახებ".

დოკუმენტის მიზანია ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავება, სატრანზიტო გადაზიდვების ხელშეწყობა და შუა დერეფნის სატრანსპორტო-ლოგისტიკური პოტენციალის განვითარება.

დოკუმენტი ითვალისწინებს ერთობლივი გამტარი პუნქტის მეშვეობით გადაადგილებული სატვირთო სატრანსპორტო საშუალებებისა და საქონლის მიმართ საბაჟო კონტროლის ეფექტიანობის გაზრდას, რაც ხელს შეუწყობს საზღვრის კვეთის პროცედურების გამარტივებას, ეფექტურ თანამშრომლობას, უსაფრთხოებასა და კანონიერ ვაჭრობას.

ოქმი ეფუძნება 2021 წლის 29 სექტემბერს, ქალაქ ბაქოში, საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის მთავრობებს შორის გაფორმებულ შეთანხმებას სახელმწიფო საზღვარზე გამტარი პუნქტების შესახებ, რომელიც ითვალისწინებს ახალი ერთობლივი საერთაშორისო საავტომობილო გამტარი პუნქტის შექმნასა და მისი ფუნქციონირების პრინციპების განსაზღვრას.

გამოგვყევით