logo
Loading data...
მთავარი ფინანსები

სტატია

საქართველოს ეროვნული ბანკის დელეგაცია სინგაპურს ეწვევა

საქართველოს ეროვნული ბანკის დელეგაცია სინგაპურს ეწვევა

1793291816

საქართველოს ეროვნული ბანკის დელეგაცია უახლოეს მომავალში სინგაპურს ეწვევა. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრები სინგაპურის ცენტრალურ ბანკთან და კერძო სექტორის წარმომადგენლებთან. როგორც სებ-ის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსმა, გიორგი ედილაშვილმა „ბიზნესპარტნიორში“ განაცხადა, ვიზიტის მიზანი ფინანსურ სექტორში თანამშრომლობის გაღრმავება და ახალი შესაძლებლობების გამოვლენაა.

პარალელურად, ეროვნული ბანკი თბილისის ფინანსური სამიტისთვის ყოველწლიური ფორმატის მინიჭებას გეგმავს. მათი მიზანია, დედაქალაქი რეგიონული და საერთაშორისო ფინანსური სექტორის წარმომადგენლების შეხვედრის ადგილად იქცეს, სადაც დისკუსიები გაიმართება ინვესტიციების, გამოწვევებია და პერსპექტივები შესახებ.

გიორგი ედილაშვილის ინფორმაციით, გასულ წელს სამიტის ფარგლებში განხილული არაერთი პროექტი უკვე განხორციელდა, ნაწილი კი რეალიზაციის ეტაპზეა, რაც სამიტის მნიშვნელობას კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს.

მიმდინარე წელს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება განათლება იყო.  სინგაპურთან გაფორმდა სასტიპენდიო პროგრამის მემორანდუმი. ასევე გაიმართა “ფინტექ” ჰაკათონი, რომელმაც ფინანსურ მომსახურებაში არსებული გამოწვევები და მათი გადაჭრის გზები გამოკვეთა.

ამ ეტაპზე, სებ-ის საერთაშორისო თანამშრომლობის პრიორიტეტები კაპიტალის ბაზრები, ფინანსური ტექნოლოგიები, საზედამხედველო მიმართულება და ცენტრალურ ბანკებს შორის თანამშრომლობაა. განსაკუთრებული პოტენციალი კი, ედილაშვილის შეფასებით, შუა დერეფნის ქვეყნებთან ურთიერთობების გაღრმავებას აქვს.

გამოგვყევით