logo
Loading data...
მთავარი ბიზნესი

სტატია

"ლევანიტა" — ოჯახური მემკვიდრეობის და თანამედროვე ქართული მეღვინეობის ახალი ისტორია

"ლევანიტა" — ოჯახური მემკვიდრეობის და თანამედროვე ქართული მეღვინეობის ახალი ისტორია

1793280780

საქართველოში ღვინო არასდროს ყოფილა უბრალოდ სასმელი — ეს არის 8000 წლიანი კულტურის, მიწისა და ადამიანის დაურღვეველი კავშირის, უძველესი სიბრძნის, სიმშვიდისა და მრავალფეროვნების სიმბოლო, რომელიც თაობიდან თაობას გადაეცემა.

ამ დიდებულ ისტორიულ რუკაზე განსაკუთრებულ ადგილს იკავებენ მცირე, ავთენტური მარნები, რომლებიც მასობრივ წარმოებას ინდივიდუალიზმს და უნიკალურ ხასიათს უპირისპირებენ. ზუსტად ასეთი გამორჩეული ხელწერით შეიქმნა „მეღვინეობა ლევანიტა“ — ბრენდი, რომელიც მამისა და შვილის სიყვარულიდან იღებს სათავეს და თანამედროვე ქართული მეღვინეობის რუკაზე სრულიად ახალ, ესთეტიკურ სივრცეს ქმნის.

სოფელი მარანი მხოლოდ გეოგრაფიული ადგილი როდია, ის მდიდარი ტრადიციებისა და ოჯახური მემკვიდრეობის საძირკველია, სადაც ნაყოფიერი მიწა და რბილი კლიმატი ვაზს განსაკუთრებულ გემოვნურ თვისებებს სძენს. სწორედ ამ გარემოში, იქმნება „ლევანიტას“ ინდივიდუალური ისტორია. ბრენდის მთავარი ძალა მის უნიკალურობასა და ექსკლუზიურობაშია — კომპანია მიზნად ისახავს ქართული ენდემური ვაზის იშვიათი ჯიშების აღდგენასა და პოპულარიზაციას.

"ამ ინდივიდუალური მიდგომის საუკეთესო გამოხატულებაა ჩვენი პირველი ღვინო — როზე, რომელიც იშვიათი იმერული წითელყურძნიანი ჯიშისგან, მგალობლიშვილისგან მზადდება. ღვინო ხასიათდება ნათელი ლალისფერი ტონებით, ცოცხალი მჟავიანობითა და ჰარმონიული სტრუქტურით.

„ლევანიტა“ მეტია, ვიდრე უბრალოდ ღვინის კომპანია — ეს არის მემკვიდრეობა, რომელიც წარსულსა და მომავალს ერთმანეთთან აკავშირებს, ინარჩუნებს ავთენტურობას და თანამედროვე სტანდარტებს ერწყმის. ბრენდის მისიაა ღირსეული ადგილი დაიკავოს როგორც შიდა, ისე საერთაშორისო ბაზარზე, რადგან „ლევანიტა“ — ეს არის სიყვარული, რომელიც ღვინოდ იქცა", - აცხადებენ კომპანიაში. 

გამოგვყევით