თბილისში, ზაქარია ფალიაშვილის ქუჩის N35-ში, ახალი კაფე „ინკოგნიტო“ გაიხსნა, რომელიც სტუმრებს ქართული და ევროპული სამზარეულოს მრავალფეროვან არჩევანს სთავაზობს.
„ინკოგნიტოს“ კონცეფცია სხვადასხვა გემოვნების გაერთიანებას ეფუძნება - აქ სტუმრებს შეუძლიათ დააგემოვნონ როგორც ქართული სამზარეულოს საყვარელი კერძები, ისე ევროპული, მათ შორის, იტალიური სამზარეულოს მრავალფეროვანი შეთავაზებები.
კაფე მათთვისაა, ვისაც უყვარს გემრიელი კერძები, სასიამოვნო გარემო და მეგობრებთან თუ ოჯახის წევრებთან ერთად დროის გატარება. „ინკოგნიტო“ სტუმრებს ყოველდღიური ლანჩისთვის, მეგობრული შეხვედრებისთვის თუ მშვიდი საღამოს გასატარებლად ეპატიჟება.
კაფე ასევე კარგი არჩევანია ოჯახური სადილისთვის, ისე დღის განმავლობაში სასიამოვნო შესვენებისთვის. მათთვის კი, ვისაც სახლში ან სამსახურში ყოფნისას საყვარელი კერძების დაგემოვნება სურს, „ინკოგნიტოს“ შეკვეთა Glovo-ს საშუალებითაც შეუძლიათ.
კაფეს მენეჯერის თქმით, გუნდისთვის მნიშვნელოვანია, სტუმრებს არა მხოლოდ მრავალფეროვანი მენიუ, არამედ სასიამოვნო გამოცდილებაც შესთავაზონ:
„ჩვენ გვინდა, „ინკოგნიტო“ იყოს ადგილი, სადაც სტუმარი სიამოვნებით მოვა, საყვარელ კერძს დააგემოვნებს და დაბრუნების სურვილი გაუჩნდება. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ხარისხი, ყურადღებიანი მომსახურება და ისეთი გარემოს შექმნა, სადაც ყველა თავს კომფორტულად იგრძნობს. ეს იყოს ადგილი, სადაც ადამიანს შეუძლია, ჩვეულებრივი დღე სასიამოვნო გამოცდილებად აქციოს. მენიუს მრავალფეროვნებაც სწორედ ამ იდეას ემსახურება - ყველას ჰქონდეს შესაძლებლობა, მისთვის საყვარელი გემო აღმოაჩინოს. ჩვენი მიზანია, მეგობრული გარემოთი სტუმრების ნდობა მოვიპოვოთ. ამასთან, გვინდა, ჩვენი კერძები მათთვისაც ხელმისაწვდომი იყოს, ვინც კაფეში მოსვლას ვერ ახერხებს და შეკვეთას სახლში ან სამსახურში ამჯობინებს.“.

ახალი ადგილი უკვე ელოდება სტუმრებს, რომლებსაც სურთ ახალი გემოების აღმოჩენა და სასიამოვნო გარემოში დროის გატარება.
„ინკოგნიტოს“ მსგავსი ახალი სივრცეების გახსნა მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ქალაქის ცხოვრების გამრავალფეროვნებისთვის, არამედ მცირე ბიზნესის განვითარებისა და ახალი შესაძლებლობების შექმნისთვისაც. თითოეული ახალი წამოწყება შრომას, გამბედაობასა და საკუთარი იდეის განხორციელების სურვილს უკავშირდება. სწორედ ამიტომ, დამწყებ ბიზნესებს საზოგადოების მხარდაჭერა, მომხმარებლის ნდობა და განვითარების შესაძლებლობა სჭირდებათ. მცირე ბიზნესის გაძლიერება საბოლოოდ უფრო მრავალფეროვან, აქტიურ და ეკონომიკურად ძლიერ გარემოს ქმნის.