logo
Loading data...
მთავარი ეკონომიკა

სტატია

თამარ იოსელიანი: "თბილისი ცენტრალი" რეგიონულ კვანძს წარმოადგენს და მისი განახლება უმნიშვნელოვანესია

თამარ იოსელიანი: "თბილისი ცენტრალი" რეგიონულ კვანძს წარმოადგენს და მისი განახლება უმნიშვნელოვანესია

1793103699

„თბილისი ცენტრალის რეაბილიტაცია საქართველოს რკინიგზის მასშტაბური განახლების პროგრამის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანმა.

როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, საქართველოს რკინიგზაში მიმდინარე განახლების პროცესის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი სწორედ რკინიგზის სადგურების რეაბილიტაციაა.

„ჩვენი მიზანია, განვაახლოთ არამხოლოდ სარკინიგზო ინფრასტრუქტურა და მოძრავი შემადგენლობები, არამედ ქვეყნის მასშტაბით განახლდეს სრულად სადგურები და შევძლოთ, რომ ჩვენს მოქალაქეებს და მგზავრებს შევთავაზოთ კომფორტული და ხარისხიანი სერვისები“, - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.

 თამარ იოსელიანი  აღნიშნავს, რომ "თბილისი ცენტრალი"  რეგიონულ კვანძს წარმოადგენს და შესაბამისად, მისი განახლება უმნიშვნელოვანესია, რადგან სადგური ყოველდღიურად ძალიან ბევრ მგზავრს მასპინძლობს.

 „აქვე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ჩვენი მიზანია - საქართველოს რკინიგზაში განხორციელებული ყველა ინვესტიცია იგრძნონ ჩვენმა მოქალაქეებმა და შევძლოთ, მგზავრებს თუ მოქალაქეებს შევთავაზოთ კომფორტული, ხარისხიანი და შესაბამისად, მგზავრზე ორიენტირებული სერვისები“, - აღნიშნა თამარ იოსელიანმა.

"თბილისი ცენტრალის" რეაბილიტაციის პროექტის მიხედვით, სრულად განახლდება პირველი, მეორე და მესამე ბაქანი, საფეხმავლო კიბის ნაცვლად  ოთხი ახალი ესკალატორის დამონტაჟდება. ასევე განახლდება მგზავრების მოსაცდელი კუთხეები და სხვა. პროექტის ჯამური ღირებულება დაახლოებით 7 მლნ ლარია, სამუშაოები 2027 წლის შემოდგომაზე დასრულება.

გამოგვყევით