საქართველომ და აზერბაიჯანმა ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით რამდენიმე შეთანხმებას მოაწერეს ხელი. დოკუმენტები საქართველო-აზერბაიჯანის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის მე-11 სხდომის ფარგლებში გაფორმდა.
ორი ქვეყნის პრემიერ-მინისტრებმა ხელი მოაწერეს კომისიის მე-11 სხდომის ოქმს.
გარდა ამისა, შეთანხმება გაფორმდა საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ერთობლივი საერთაშორისო საავტომობილო გამშვები პუნქტის „აბრეშუმის გზა“ – „იფექ-იოლუს“ პრაქტიკული ფუნქციონირების შესახებ.
ასევე, მხარეებმა ხელი მოაწერეს ურთიერთგაგების მემორანდუმებს ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის სფეროებში თანამშრომლობის შესახებ.