logo
Loading data...
მთავარი ეკონომიკა

სტატია

ალი ასადოვი: ტრანსპორტი და ტრანზიტი საქართველო-აზერბაიჯანის თანამშრომლობის ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა

ალი ასადოვი: ტრანსპორტი და ტრანზიტი საქართველო-აზერბაიჯანის თანამშრომლობის ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა

1793354950

აზერბაიჯანი და საქართველო შუა დერეფნის განვითარებაზე თანამშრომლობას აგრძელებენ. ტრანსპორტი და ტრანზიტი ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა. ამის შესახებ აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრმა ალი ასადოვმა საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის მე-11 სხდომაზე განაცხადა.

ალი ასადოვის თქმით, ქვეყნებს შორის წარმატებით ვითარდება თანამშრომლობა ელექტროენერგეტიკის სფეროშიც.

"ჩვენ ევროპაში მწვანე ენერგიის დერეფნის პროექტზე ვმუშაობთ, რაც ევროპის ენერგოუსაფრთხოებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია. ტრანსპორტი და ტრანზიტი ჩვენი თანამშრომლობის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მიმართულებაა. ჩვენი ქვეყნები შუა დერეფნის განვითარებაზე ერთობლივად მუშაობენ. შუა დერეფნის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის ექსპლუატაციაში შესვლა, ასევე გამტარუნარიანობის 5 მილიონ ტონამდე გაზრდა. ეს წარმატებული ერთობლივი საქმიანობის შედეგია.

კულტურულ-ჰუმანიტარული სფერო, როგორც ყოველთვის, ჩვენი თანამშრომლობის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს. ჰეიდარ ალიევის სახელობის თბილისის პროფესიული აზერბაიჯანული დრამატული თეატრის ახალი შენობის მშენებლობა, ვიმედოვნებ, ახლო მომავალში დაიწყება.

ჩვენს ქვეყნებში მცხოვრები აზერბაიჯანული და ქართული თემის როლი განსაკუთრებულია ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობის გაძლიერებაში. მშობლიურ ენაზე განათლების უზრუნველყოფა და შესაბამისი სკოლების მიღწევები ჩვენს ხალხებს შორის არსებული ურთიერთობების გაძლიერებას უწყობს ხელს", - განაცხადა ალი ასადოვმა. 

გამოგვყევით