საქართველოში 2026 წლის იანვარ-სექტემბერში 8 632 სამშენებლო ნებართვა გაიცა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 0.4 პროცენტით მეტია.
საქსტატის ინფორმაციით, ნებართვების თითქმის სამი მეოთხედი ნაწილი მოდის ქვეყნის ოთხ რეგიონზე, კერძოდ, ჩასატარებელი სამშენებლო სამუშაოების 48.1 პროცენტი მოდის ქ. თბილისზე, 8.9 პროცენტი — ქვემო ქართლის რეგიონზე, 8.2 პროცენტი — კახეთის რეგიონზე და 7.8 პროცენტი — აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაზე.
2026 წლის იანვარ-სექტემბერში ნებართვები გაიცა მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსების, სავაჭრო ობიექტების, სასტუმროების, სამრეწველო საწარმოების, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ობიექტების მშენებლობაზე.
2026 წლის იანვარ-სექტემბერში ექსპლუატაციაში მიღებულ იქნა 2 543.6 ათასი კვ.მ ფართობის, 2 307 ობიექტი. ექსპლუატაციაში მიღებული ობიექტების ორ მესამედზე მეტი მოდის ქვეყნის ოთხ რეგიონზე, კერძოდ, 32.5 პროცენტი მოდის ქ. თბილისზე, 13.9 პროცენტი — მცხეთა-მთიანეთის რეგიონზე, 12.2 პროცენტი — კახეთის რეგიონზე და 8.6 პროცენტი — ქვემო ქართლის რეგიონზე.