logo
Loading data...
მთავარი ეკონომიკა

სტატია

ალი ასადოვი: საქართველო-აზერბაიჯანის სავაჭრო ბრუნვა 9 თვეში 40%-ზე მეტით გაიზარდა

ალი ასადოვი: საქართველო-აზერბაიჯანის სავაჭრო ბრუნვა 9 თვეში 40%-ზე მეტით გაიზარდა

1793355371

საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის სავაჭრო ბრუნვა მიმდინარე წლის 9 თვეში 40%-ზე მეტით გაიზარდა და 1 მილიარდ დოლარს მიაღწია. ამის შესახებ აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრმა ალი ასადოვმა საქართველო-აზერბაიჯანის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის მე-11 სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, საქართველო აზერბაიჯანის ერთ-ერთი ძირითადი სავაჭრო პარტნიორია, ხოლო ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები დადებითი დინამიკით ვითარდება და თანმიმდევრულად ფართოვდება.

ალი ასადოვის განცხადებით, ინვესტიციების მიმართულებითაც თანამშრომლობა აქტიურია. აზერბაიჯანის მიერ საქართველოში განხორციელებული ინვესტიციების მოცულობა, მისივე ინფორმაციით, დაახლოებით 4 მილიარდ დოლარს შეადგენს.

"სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობა ძალიან დადებითი დინამიკით ვითარდება და თანმიმდევრულად ფართოვდება.  საქართველო აზერბაიჯანის ძირითადი სავაჭრო პარტნიორია.  მიმდინარე წლის 9 თვის განმავლობაში სავაჭრო ბრუნვა 40%-ზე მეტად გაიზარდა და გასული წლის ანალოგიურ მონაცემებთან შედარებით 1 მლრდ  დოლარს მიაღწია.  ინვესტიციების სფეროში ჩვენი თანამშრომლობა ძალიან კარგ დინამიკას აჩვენებს.  აზერბაიჯანი საქართველოში ახორციელებს ინვესტიციებს, რაც რიცხვებში დაახლოებით 4 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს.  ჩვენ მიერ ერთობლივად განხორციელებული მეგაპროექტები, მათ შორის სამხრეთის გაზის დერეფანი რეგიონისა და ევროპის ენერგოუსაფრთხოების თვალსაზრისით განსაკუთრებულ როლს თამაშობს", -  განაცხადა აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრმა.

გამოგვყევით