2026 წლის სექტემბერში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით საქართველოში ეკონომიკა 6%-ით გაიზარდა. ცხრა თვეში კი მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის საშუალო მაჩვენებელი 7.4% იყო.
საქსტატის ინფორმაციით, სექტემბერში, ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა მშენებლობის, ინფორმაციისა და კომუნიკაციის, სამთომოპოვებითი მრეწველობის, ვაჭრობისა და საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობების სექტორებმა. კლების ტენდენცია დაფიქსირდა დამამუშავებელი მრეწველობის, ადმინისტრაციული და დამხმარე მომსახურების საქმიანობების სექტორებში.
რაც შეეხება დღგ-ს გადამხდელი საწარმოების ბრუნვას, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, სექტემბერში საქართველოს კერძო სექტორის ბრუნვის მაჩვენებლები 13.5%-ით, 17.6 მილიარდ ლარამდე გაიზარდა.