logo
Loading data...
მთავარი ბიზნესი

სტატია

Mardom Decor: ინტერიერის არქიტექტურულ დეტალებზე მოთხოვნა იზრდება

ინტერიერის არქიტექტურულ დეტალებზე მოთხოვნა მზარდია და მომხმარებლები ცდილობენ ოფისები თუ საცხოვრებელი სივრცეები თანამედროვე დეკორაციებით დატვირთონ. კომპანია Mardom Decor-ის გაყიდვების ხელმძღვანელის გიორგი მაისურაძის თქმით, ბოლო წლებში საქართველოში დიზაინერის მომსახურებაზე მოთხოვნის ზრდამ, მათი პროდუქციის გაყიდვებზეც იმოქმედა და ხშირ შემთხვევაში მომხმარებლები სწორედ დიზაინერთან ერთად იღებენ გადაწყვეტილებას.

კომპანიაში განმარტავენ, რომ გარე ფაქტორები და დოლარის კურსი პირდაპირ მოქმედებს სარემონტო მასალებზე და დეკორზე, თუმცა, პროდუქცია ძირითადად ევროპულია, რაც ფასის სტაბილურობის საშუალებას იძლევა.

"დღეს მომხმარებელი უფრო ინფორმირებულია, უფრო მეტ სიახლეს ეცნობა და ცდილობს, ეს სიახლეები საკუთარ ინტერესებსა და საჭიროებებს მოარგოს. ჩვენთვის ყველაზე დიდი გამოწვევა ფასის სტაბილურობის შენარჩუნებაა. ფასის ცვლილებას პირდაპირ განსაზღვრავს მსოფლიო ბაზარზე და ზოგადად, მსოფლიოში მიმდინარე მოვლენები. ამიტომ მუდმივად ვეძებთ ბალანსს, რომ ფასის მაქსიმალურად შენარჩუნება შევძლოთ. მიუხედავად იმისა, რომ ბაზარზე კონკურენცია საკმაოდ მაღალია, გვინდა შევინარჩუნოთ ჩვენი ნიშა და მომხმარებელს ყოველწლიურად ახალი ტენდენციები და მოდელები შევთავაზოთ. ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა ასევე ლოგისტიკა, მიწოდების პროცესის ეფექტურად მართვა და პროდუქციის დროული ჩამოტანა."- ამბობს გიორგი მაისურაძე. 

მისივე თქმით, დეველოპერული პროექტების მატებასთან ერთად, მოთხოვნაა სრული რემონტის სერვისზეც და კომპანიის მიზანია, რომ სწორედ ამ მიმართულებით განვითარდეს.  

გამოგვყევით