logo
Loading data...
მთავარი საზოგადოება

სტატია

"პროფესიულ კოლეჯში სწავლაზე მაღალი მოთხოვნაა" - მათე ტაკიძე

პროფესიული კოლეჯი "სპექტრის”  დირექტორი აცხადებს, რომ პროფესიულ კოლეჯში სწავლაზე მოთხოვნა მაღალია. როგორც მათე ტაკიძემ “ბიზნესპარტნიორთან” საუბრისას განმარტა, მოკლევადიან კურსებზე განსაკუთრებით ზრდასრულები აქტიურობენ.

“თუ წლების წინ ჩვენ ვმსჯელობდით იმაზე,  თუ როგორ შეიძლებოდა პროფესიულ განათლებაში შემოგვეყვანა მეტი ადამიანი, დღეს დამერწმუნეთ,  რომ როდესაც ვაცხადებთ რომელიმე მიმართულებით რეგისტრაციას, უდიდესი კონკურსი და მაღალი მოთხოვნაა,”-აღნიშნა მათე ტაკიძემ.

მისივე თქმით, კარგი იქნება თუ პროფესიულ განათლებაში უფრო მეტი ბიზნესი ჩაერთვება.

"ბიზნესიდან წამოსული ინიციატივებით კვლევები კეთდება, იხსნება ახალი მიმართულებები, შემოდის ახალი პროფესიები,ბიზნესი თავისი სპეციალისტებით გვეხმარება. ამასთან, განათლების სამინისტრო აფინანსებს ჩვენი პედაგოგების გადამზადებას საზღვარგარეთ და შემდეგ ისინი ამზადებენ თავის კოლეგებს საქართველოში. გარდა ამისა, არ არის საუბარი მხოლოდ პედაგოგების გაცვლით პროგრამაზე, ჩვენ შეგვიძლია ვისაუბროთ სტუდენტების გაცვლით პროგრამაზეც,”-აღნიშნა მათე ტაკიძემ

მისივე თქმით, ბოლო პერიოდში რეგიონებში უამრავი კოლეჯი გაიხსნა და იქაც მოთხოვნა არის ძალიან მაღალი.

“პროფესიული განათლების სისტემა, სასწავლებლებისა თუ ლაბორატორიების  აღჭურვილობა, პროგრამები პასუხობს იმ მოთხოვნებს,  რომლებიც სჭირდება ბიზნესს, “-აღნიშნა მათე ტაკიძემ.

გამოგვყევით