ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტომ საგრანტო კონკურსის "25 000 ლარამდე ინოვაციების გრანტები რეგიონებისთვის" მცხეთა-მთიანეთის, კახეთისა და ქვემო ქართლის რეგიონებისთვის განაცხადების მიღება დაიწყო.
აღნიშნულ რეგიონებში რეგისტრირებულ ან მოქმედ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს, მიმდინარე წლის 2 სექტემბრამდე საშუალება აქვთ, ელექტრონული პორტალის www.grants.gov.ge მეშვეობით წარადგინონ განაცხადები, რომელთაც სპეციალურად პროგრამისთვის მოწვეული ექსპერტებით დაკომპლექტებული კომისია შეაფასებს.
პროგრამის მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოს რეგიონებში ადგილობრივი ინოვაციური და ტექნოლოგიური ეკოსისტემის გაძლიერებას, ინოვაციური პროდუქტების, მომსახურების, ტექნოლოგიებისა და პროცესების შემუშავება - ათვისებისა და კომერციალიზაციის გზით ინოვაციური და ტექნოლოგიური სტარტაპების შექმნას.
2026 წელს საგრანტო პროგრამა უკვე ჩატარდა აჭარის, გურიის, იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმის, სამეგრელოსა და სვანეთის რეგიონებში და ჯამში 24 გამარჯვებული პროექტი გამოვლინდა.
რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ბმულს: https://shorturl.at/flewb