Reuters-ის ცნობით,Google cloud-ის შემოსავალი მეორე კვარტალში 82%-ით გაიზარდა და 24.8 მილიარდ დოლარს მიაღწია. შემოსავლის ზრდა AI-ზე მაღალი მოთხოვნით არის განპირობებული.
ანალიტიკოსები საშუალოდ Google Cloud-ის შემოსავლის 64%-იან ზრდას ელოდნენ, თუმცა რეალური ზრდა 82% აღმოჩნდა. სარეკლამო შემოსავალი 81.6 მლრდ დოლარს შეადგენდა, მაშინ როდესაც პროგნოზი 81.1 მილიარდი დოლარი იყო.
კომპანიამ განაცხადა რომ, სამი წლის განმავლობაში მნიშვნელოვნად გაზარდა ინფრასტრუქტურული შესაძლებლობები, თუმცა მოთხოვნა კვლავ აღემატება ინვესტიციებით შექმნილ შესაძლებლობებს.
თამთა ცერცვაძე
ფოტო:Reuters