Toyota-ს დაფუძნებული სტარტაპ Walden Robotics-მა ჰუმანოიდი რობოტების გაყიდვა უკვე დაიწყო. რობოტები ძირითადად, სხვადასხვა ინდუსტრიის წარმომადგენლებისთვისაა განკუთვნილი.
როგორც Bloomberg-ი Walden Robotics-ის თანადამფუძნებლის რას ტედრეიკზე დაყრდნობით წერს, რობოტები ადამიანებთან ერთად რვა საათიან სამუშაო ცვლაში მუშაობენ.
როგორც სტარტაპში განმარტავენ , რობoტები ასრულებენ ისეთ ამოცანებს, როგორიცაა ავტომობილის ნაწილების ჩატვირთვა-გადმოტვირთვა, საწარმოო დანადგარების გაწმენდა და ასაწყობი პროცესისთვის კომპონენტების მომზადება.
აღსანიშნავია ,რომ Toyota-ს მხარდაჭერით შექმნილი რობოტიკის სტარტაპი უკვე ერთ-ერთ ძვირადღირებულ სტარტაპებს შორისაა, რადგან $1.1 მილიარდ დოლარად არის შეფასებული.
თამთა ცერცვაძე
ფოტო: Bloomberg