"ტურიზმის ზრდასთან ერთად, ქვეყანაში სტუმარმასპინძლობის ინდუსტრიაც აქტიურად ვითარდება, გასულ 2025 წელს ქვეყანამ 6 მილიონზე მეტი სტუმარი მიიღო", – ამის შესახებ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, მაია ომიაძემ განაცხადა.
მისი თქმით, საწოლი ადგილების ყველაზე დიდი კონცენტრაცია ორ მსხვილ ქალაქზე – თბილისსა და ბათუმზე მოდის, თუმცა დარჩენილი რესურსი პროპორციულად ნაწილდება საქართველოს სხვადასხვა რეგიონზეც.
"ნიშანდობლივია ის ფაქტი, რომ სწორედ სტატისტიკური მონაცემების თანახმად, სტუმარმასპინძლობის ინდუსტრიამ უმასპინძლა იმ ქვეყნებიდან ვიზიტორებს, რომელიც მეორე მხრივ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის პრიორიტეტულ ქვეყნებში და სტრატეგიულ ბაზრებში ზის, მათ შორის არიან ევროკავშირის ქვეყნები, ისრაელი, ჩინეთი და, რა თქმა უნდა, მეზობელი ქვეყნები", – აღნიშნა მაია ომიაძემ.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, 2025 წელს საქართველოს სასტუმროები და სასტუმროს ტიპის დაწესებულებები 6.2 მილიონ სტუმარს მოემსახურა, რაც 6.5%-ით მეტია წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე. სტუმართა 62.7%-ს უცხოელები შეადგენდნენ და მათი უმეტესობა, 555.4 ათასი (სტუმრების ჯამური რაოდენობის 14.3$), ისრაელის მოქალაქე იყო, რაც 2024 წლის შესაბამის მაჩვენებელზე 1.0 პროცენტით მეტია. ევროკავშირის მოქალაქეები უცხოელი სტუმრების მთლიანი რაოდენობის 10.4%-ს შეადგენდნენ.
1tv.ge