logo
Loading data...
მთავარი ტურიზმი

სტატია

II კვარტალში საქართველოს აეროპორტები 2 მლნ მგზავრს მოემსახურა - "საქსტატი"

II კვარტალში საქართველოს აეროპორტები 2 მლნ მგზავრს მოემსახურა - "საქსტატი"

1787140418

2026 წლის II კვარტალში საქართველოს აეროპორტები 2.0 მილიონ მგზავრს მოემსახურა, რაც 5.7 პროცენტით ნაკლებია წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე - აეროპორტებიდან გაემგზავრა 1.0 მილიონი მგზავრი (7.0 პროცენტით ნაკლები), ხოლო აეროპორტებმა მიიღო 1.0 მილიონი მგზავრი (4.4 პროცენტით ნაკლები).

2026 წლის II კვარტალში საქართველოს აეროპორტებში მგზავრთა ნაკადის 94.5 პროცენტი რეგულარულ ფრენებზე მოდიოდა.

2026 წლის II კვარტალში საქართველოს აეროპორტებიდან განხორციელებული სამგზავრო რეისების რაოდენობამ 8.2 ათასი შეადგინა, რაც 4.7 პროცენტით ნაკლებია წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე.

2026 წლის II კვარტალში საქართველოს აეროპორტებში ტვირთისა და ფოსტის ნაკადის მოცულობამ 11.3 ათასი ტონა შეადგინა, საიდანაც 90.8 პროცენტი მიღებული ტვირთი და ფოსტა იყო, ხოლო 9.2 პროცენტი — გაგზავნილი.

2026 წლის II კვარტალში საქართველოს აეროპორტებში 1.1 ათასი სატვირთო რეისი განხორციელდა, რაც 21.1 პროცენტით აღემატება წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს. 2026 წლის II კვარტალში საქართველოს საჰაერო ტრანსპორტით გადაყვანილია 141.1 ათასი მგზავრი და გადატანილია 35.9 ათასი ტონა ტვირთი. აღნიშნულ პერიოდში გადაყვანილი მგზავრების რაოდენობა 18.3 პროცენტით ნაკლებია გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე, ხოლო გადატანილი ტვირთის მოცულობა 6.0 პროცენტით ნაკლებია გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე.

გამოგვყევით