logo
Loading data...
მთავარი ტურიზმი

სტატია

"სტატისტიკური მონაცემით, ევროკავშირის ქვეყნებიდან საქართველოში არასოდეს ამდენი მოგზაური არ ჩამოსულა" - მაია ომიაძე

"სტატისტიკური მონაცემით, ევროკავშირის ქვეყნებიდან საქართველოში არასოდეს ამდენი მოგზაური არ ჩამოსულა" - მაია ომიაძე

1787743197

სტატისტიკური მონაცემით, ევროკავშირის ქვეყნებიდან საქართველოში არასოდეს ამდენი მოგზაური არ ჩამოსულა, თუნდაც 2026 წლის პირველ კვარტალში, საერთო სტატისტიკაში მათი წილი 9,1%-ია, – ამის შესახებ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, მაია ომიაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის სამოქმედო გეგმის შესაბამისად, უწყების მთავარ მიზანს ბაზრების დივერსიფიკაცია წარმოადგენს, რისთვისაც ყოველწლიურად მრავალმხრივი აქტივობები ხორციელდება.

"მიზნობრივი მარკეტინგული კამპანიები და საქართველოს აეროპორტების გაერთიანებასთან მჭიდრო თანამშრომლობა ახალი ავიაკომპანიების მოზიდვას უზრუნველყოფს და ერთობლივი ძალისხმევა პირდაპირ აისახება ვიზიტორთა სტატისტიკაზე, სადაც ტოპათეულში ქვეყნების მრავალფეროვნება ფიქსირდება. სწორედ ეს არის ის დივერსიფიცირებული ბაზარი და ის სტატისტიკური მონაცემები, რასაც რეალურად ტურიზმის ინდუსტრიიდან ვიღებთ. ჩვენს სტატისტიკურ ათეულში ხვდება ისეთი ქვეყნები ჩვენი ბაზრებიდან, როგორებიცაა ჩინეთი, ინდოეთი, ევროკავშირის ქვეყნები, გალფის ქვეყნები და, რა თქმა უნდა ისრაელი, მეზობელი ქვეყნებიც. ჩვენი სტრატეგიის თანახმად, ყოველწლიურად მათთან ვმუშაობთ იმისთვის, რომ ბევრად მეტი მოგზაური ჩამოვიდეს საქართველოში", – აღნიშნა მაია ომიაძემ.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ამბობს, რომ სწორედ დაგეგმილმა დივერსიფიკაციის პოლიტიკამ განაპირობა ქვეყანაში მოგზაურთა ნაკადის სტაბილური ზრდა.

"სწორედ დაგეგმილმა დივერსიფიკაციის მიზნით მომუშავე სამოქმედო გეგმამ უზრუნველყო ის, რომ წლიდან წლამდე საქართველოში მოგზაურების რაოდენობა იზრდება. სტატისტიკური მონაცემის თანახმად, ევროკავშირის ქვეყნებიდან საქართველოში არასოდეს ამდენი მოგზაური არ ჩამოსულა – თუნდაც 2026 წლის პირველ კვარტალში და საერთო სტატისტიკაში მათი წილი 9,1%-ია", – აღნიშნა მაია ომიაძემ.

1tv.ge

გამოგვყევით