logo
Loading data...
მთავარი სტარტაპი

სტატია

MyPetge.online - ახალი პლატფორმა შინაური ცხოველების პატრონებისთვის

საქართველოში შინაური ცხოველების მოყვარულთათვის ახალი პლატფორმა MyPetge.online გაეშვა. პროექტი მიზნად ისახავს გააერთიანოს ყველა ის სერვისი თუ შესაძლებლობა, რაც ოთხფეხა მეგობრების პატრონებსა და ცხოველთა მოყვარულებს ყოველდღიურად სჭირდებათ.

სტარტაპის დამფუძნებლის სალომე საჯაიას თქმით, დღემდე შინაური ცხოველების აყვანის, ჩუქების, ყიდვა-გაყიდვის, დაკარგული ოთხფეხას პოვნისა თუ შესაბამისი ვეტ-კლინიკის მოძებნის პროცესი ძირითადად სოციალური ქსელების ჯგუფებში მიმდინარეობდა, სადაც ინფორმაციის სწრაფად პოვნა ხშირად ჭირს და პოსტები იკარგება.

"MyPetge.online სწორედ ამ პრობლემას ჭრის და მომხმარებლებს ერთიან, მოწესრიგებულ და მარტივ ინტერფეისს სთავაზობს. მომხმარებლებს შეუძლიათ სრულიად უფასოდ განათავსონ განცხადებები ცხოველების ჩუქებაზე, აყვანაზე, ყიდვა-გაყიდვასა თუ შეჯვარებაზე. ასევე ვებ-გვერდზე ჩაშენებულია დაკარგული და ნაპოვნი ცხოველების სპეციალური სექცია, რომელიც საშუალებას აძლევს პატრონს მყისიერად გავრცელოს ინფორმაცია დაკარგული ოთხფეხას შესახებ, რაც საგრძნობლად ზრდის მისი სწრაფად პოვნის შანსს. პლატფორმაზე ინტეგრირებულია პირდაპირი ჩატი, რაც მომხმარებლებს შორის კომუნიკაციას სწრაფსა და უსაფრთხოს ხდის. საიტზე თავმოყრილია ვეტერინარული კლინიკები, ძაღლებისა და კატების სასტუმროები, ზოომაღაზიები და Pet-Friendly ადგილები."-აცხადებს სალომე საჯაია. 

პლატფორმაში ინტეგრირებულია ხელოვნური ინტელექტიც, რომელიც მომხმარებელს საშუალებას აძლევს ბუნებრივი ენით ჩაწერილი ტექსტით მყისიერად იპოვოს სასურველი განცხადება თუ სერვისი.

გამოგვყევით