ევროპის რამდენიმე ქვეყანა ოქროს რეზერვების ჩრდილოეთ ამერიკიდან ევროპაში დაბრუნებას აგრძელებს. გადაწყვეტილების ერთ-ერთ მთავარ მიზეზად მზარდი გეოპოლიტიკური გაურკვევლობა სახელდება, რის გამოც ცენტრალური ბანკები ეროვნული რეზერვების განთავსების სტრატეგიას გადახედავენ.
როგორც BBC წერს, ნიდერლანდების ცენტრალურმა ბანკმა აშშ-სა და კანადაში ერთობლივად შენახული დაახლოებით 313 ტონა ოქროდან 86 ტონა ლონდონში გადაიტანა. ამ წლის დასაწყისში საფრანგეთმაც განაცხადა, რომ თავისი ოქროს რეზერვები აშშ-დან საფრანგეთში დააბრუნა.
ამავდროულად, გერმანიის ცენტრალურმა ბანკმა უცხოეთში შენახული ოქროს მარაგიდან 216 ტონაზე მეტი გადაიტანა, მათ შორის 111 ტონა ნიუ-იორკიდან და 105 ტონა პარიზიდან.
როგორც BBC წერს, ეს ნაბიჯი აშკარად არის პასუხი იმ არასტაბილურ და გაურკვეველ ვითარებაზე, რომელშიც დღეს მსოფლიო იმყოფება. სავაჭრო და სამხედრო დაპირისპირებების ფონზე ქვეყნები სიფრთხილის ზომებს იღებენ და ცდილობენ, ოქროს მარაგი საკუთარ ტერიტორიასთან უფრო ახლოს ჰქონდეთ.
თამთა ცერცვაძე