„საქართველოს საერთაშორისო საზღვაო ფორუმი ქვეყანას, როგორც შუა დერეფნის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს რგოლს, საშუალებას აძლევს პარტნიორ სახელმწიფოებს საკუთარი შესაძლებლობები გააცნოს, - ამის შესახებ APM Terminals Poti-ს ადმინისტრაციის დირექტორმა ზვიად ჩხარტიშვილმა განაცხადა, რომელიც ბათუმში მიმდინარე ფორუმის მუშაობაში უკვე მეორე დღეა მონაწილეობს.
მისი თქმით, ფორუმის ფარგლებში APM Terminals Poti პარტნიორებს არსებულ სიმძლავრეებს და შესაძლებლობებს აცნობს.
„ჩვენი პარტნიორები დავარწმუნეთ, რომ შევძლებთ იმ გაზრდილი ნაკადების მომსახურებას, რომლებიც ბოლო წლებში ჩრდილოეთისა და სამხრეთის დერეფნებში არსებული კონფლიქტების გამო გადმომისამართდა. ამასთან, პარტნიორებს გავაცანით სამომავლოდ დაგეგმილი ღონისძიებები და ინფრასტრუქტურული პროექტები, რომლებიც დერეფანს გააძლიერებს და მას არა მხოლოდ ალტერნატიულ, არამედ ერთ-ერთ ძირითად მარშრუტად აქცევს“, - აღნიშნა ზვიად ჩხარტიშვილი.
საქართველოს საერთაშორისო საზღვაო ფორუმს ბათუმი 7-8 სექტემბერს მასპინძლობს.