logo
Loading data...
მთავარი სტარტაპი

სტატია

UNI4VERSE FINEDU - GITA-ს ინიციატივით, საუნივერსიტეტო მასშტაბური კონკურსი იწყება

UNI4VERSE FINEDU - GITA-ს ინიციატივით, საუნივერსიტეტო მასშტაბური კონკურსი იწყება

1789467313

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) ინიციატივით,  ინოვაციების და ტექნოლოგიების საუნივერსიტეტო მასშტაბური კონკურსი UNI4VERSE FINEDU იწყება.

UNI4VERSE წარმოადგენს ინიციატივას, რომლის მიზანია საქართველოში ინოვაციების და ტექნოლოგიების ეკოსისტემის განვითარება, სტუდენტებში სამეწარმეო აზროვნების სტიმულირება და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებსა და ინდუსტრიას შორის მჭიდრო თანამშრომლობის ჩამოყალიბება.

წლევანდელი კონკურსი საქართველოს ეროვნული ბანკის საგანმანათლებლო პლატფორმა FinEdu-სთან პარტნიორობით და საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება. კონკურსის მთავარი თემა ფინანსური განათლებაა. პროექტი სტუდენტებს აძლევს უნიკალურ შესაძლებლობას, იმუშაონ რეალურ ფინანსურ და ტექნოლოგიურ გამოწვევებზე, შექმნან ინოვაციური პროტოტიპები ხელოვნური ინტელექტისა და IT ინსტრუმენტების გამოყენებით და მიიღონ პროფესიული მენტორობა სექტორის წამყვანი ექსპერტებისგან. კონკურსში ჩართული სტუდენტური გუნდები იმუშავებენ ისეთ გლობალურ გამოწვევებზე, როგორებიცაა ⁠ფინანსური სერვისების ინტეგრაცია, გრძელვადიანი დაგეგმვა, ფინანსური უსაფრთხოება, ყოველდღიური ფინანსები, მცირე ბიზნესის ფულადი ნაკადები.

კონკურსში ერთიანდება 31 უნივერსიტეტი, როგორც თბილისიდან, ისე რეგიონებიდან. პროექტი ღიაა ნებისმიერი ფაკულტეტის ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებისთვის, რაც ხელს უწყობს მრავალფეროვანი გუნდების ჩამოყალიბებას.

სტუდენტებს კონკურსში განაცხადების შემოტანა უკვე შეუძლიათ, ამისთვის საჭიროა სარეგისტრაციო ფორმის შევსება:  https://apps.mygita.ge/zs/mmBBpo

რეგისტრაციის ბოლო ვადაა 6 ოქტომბერი.

კონკურსის ფინალური ეტაპი 2 ნოემბერს, თბილისის ტექნოპარკში გაიმართება, სადაც გამოვლინდება გამარჯვებული გუნდი, რომელიც გაემგზავრება გლობალურ ტექნოლოგიურ კონფერენციაზე - WEB SUMMIT. ასევე, კონკურსისთვის გამოყოფილია 20,000 ლარიანი გრანტი.  პროექტის განმახორციელებელია „ინოვაციური განათლების ფონდი”.

გამოგვყევით