logo
Loading data...
მთავარი ბიზნესი

სტატია

"ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა" - "ნოვა" ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს

"ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა" - "ნოვა" ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს

1789452291

კომპანია "ნოვა" ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს და აცხადებს, რომ  დღეს, კომპანიის  გურამიშვილის გამზირზე მდებარე საწარმოო ტერიტორიაზე დაფიქსირდა ტექნიკური ინციდენტი.

მათივე ინფორმაციით, საწარმოს ეზოში განთავსებული CO₂-ის რეზერვუარის დაზიანების შედეგად დაზიანდა შენობის ფასადის ნაწილი.

"ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა.ადგილზე დაუყოვნებლივ განხორციელდა უსაფრთხოების შესაბამისი ღონისძიებები. ამ დროისთვის ვითარება კონტროლს ექვემდებარება და მიმდინარეობს ინციდენტის გამომწვევი მიზეზების შესწავლა.

„ნოვას“ გაყიდვების ობიექტები და კომპანიის სხვა სტრუქტურული ერთეულები მუშაობას ჩვეულ რეჟიმში აგრძელებენ,"-აღნიშნულია კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

ცნობისთვის, "ნოვას" 5 საკუთარი ფილიალი და 5 ფრენჩაიზი აქვს. სამშენებლო და სარემონტო მასალების კომპანია - „ნოვა“ საქართველოში ექსკლუზიურად წარმოადგენს ისეთ ბრენდებს, როგორებიცაა:  NIPPON PAINT-ის ჯგუფი - BETEK, FAWORI;  SAINT GOBAIN-ის ჯგუფი - IZOCAM, RIGIPS;  INGCO; BIEN.

გამოგვყევით