logo
Loading data...
მთავარი ეკონომიკა

სტატია

"8 თვეში საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვა 8.3%-ით გაიზარდა" - "საქსტატი"

"8 თვეში საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვა 8.3%-ით გაიზარდა" - "საქსტატი"

1789371300

2026 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 17 915.6 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 8.3 პროცენტით მეტია. ამის შესახებ ინფორმაციას "საქსტატი" ავრცელებს. 

აქედან, ექსპორტი 5 422.6 მლნ. აშშ დოლარი იყო (გაიზარდა 22.1 პროცენტით), ხოლო იმპორტი 12 493.0 მლნ. აშშ დოლარი (გაიზარდა 3.3 პროცენტით).

"საქსტატის"  ექსპრეს მონაცემების მიხედვით, უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2026 წლის იანვარ-აგვისტოში 7 070.5 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 39.5 პროცენტია.

გამოგვყევით