logo
Loading data...
მთავარი ბიზნესი

სტატია

ჩინეთიდან მანქანების ჩამოყვანაზე მოთხოვნა 60%-ით არის გაზრდილი - Carmark

ჩინეთიდან ავტოიმპორტი იზრდება. როგორც „ბიზნესპარტნიორს“ Carmark-ის დირექტორმა ირაკლი კუხიანიძემ განუცხადა, მათ კომპანიაში, ქართველი მომხმარებლის მხრიდან, ჩინეთიდან მსუბუქი მანქანების ჩამოყვანაზე მოთხოვნა, თითქმის, 60%-ით არის გაზრდილი.

„ძირითადად, დაკვეთა ახალ ავტომობილებზეა, რომელთა ღირებულებაც 15 ათასიდან 25 ათას დოლარამდე მერყეობს. არსებული მზარდი მოთხოვნიდან გამომდინარე, ვაპირებთ, ჩინეთის მიმართულება უფრო გავაძლიეროთ, ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს პარტნიორებთან. გვინდა, რომ ჩვენს მომხმარებელს ფართო არჩევანი შევთავაზოთ როგორც საფასო კუთხით, ისე მანქანების არჩევანის თვალსაზრისით - ეს იქნება ელექტრო ავტომობილები, ჰიბრიდები, თუ შიდა წვის ძრავიანი მანქანები“, - განმარტა ირაკლი კუხიანიძემ.

ჩინეთიდან ავტოიმპორტის ზრდაზე მიუთითებს ოფიციალური სტატისტიკური მონაცემებიც. კერძოდ, 2026 წლის იანვარ-ივლისში, საქართველოში ჩინეთიდან 5,168 ავტომობილი შემოვიდა, რომელთა საერთო ღირებულება, თითქმის, 50 მილიონ დოლარს უტოლდება.

ამავე სტატისტიკის მიხედვით, ყველაზე დიდი რაოდენობით ქვეყანაში Changan-ისა და BYD-ის ბრენდის ჩინური მანქანები შემოდის. ასევე, მოთხოვნადია Geely და Zeekr-იც.

ეკონომიკა

გამოგვყევით