logo
Loading data...
მთავარი ფინანსები

სტატია

თიბისის მხარდაჭერით, "ამბარი" მაღაზიათა ქსელს აფართოებს

თიბისის მხარდაჭერით, "ამბარი" მაღაზიათა ქსელს აფართოებს

1787746500

თიბისის მხარდაჭერით, მაღაზიათა ქსელი "ამბარი" უბნის მოლის კონცეფციას ავითარებს და ბიზნესის გაფართოებას განაგრძობს. "ამბარი რითეილ გრუპ ჯორჯიამ" მაღაზიათა ქსელი One Price შეიძინა; თიბისისთან პარტნიორობით კი აქტიურად მუშაობს რებრენდინგსა და ბიზნესის განვითარებაზე.

თანამშრომლობის ფარგლებში, კომპანიამ ჯამურად 22 მილიონი ლარის დაფინანსება მიიღო. თანხა ძირითადად ქსელის განვითარებასა და ახალი მაღაზიების გახსნას მოხმარდება.

რებრენდინგის შემდეგ "ამბარი" ბაზარზე განსხვავებული ფორმატით - უბნის მოლის  კონცეფციით - განაგრძობს მუშაობს. კომპანიის მიზანია, მომხმარებლის ყოველდღიური საჭიროებები ერთ სივრცეში, სახლთან ახლოს გააერთიანოს და ამ გზით დაზოგოს მისი დრო, ენერგია და ფინანსური რესურსი.

ბოლო 3 თვის განმავლობაში "ამბარის" ქსელს უკვე 25 ახალი მაღაზია დაემატა და ამ ეტაპზე ბრენდი 37 მაღაზიას აერთიანებს. წლის ბოლომდე ფილიალების რაოდენობა 60-მდე გაიზრდება და მოიცავს როგორც თბილისის ყველა უბანს, ასევე საქართველოს სხვა ქალაქებს. ქსელის გაფართოებასთან ერთად იზრდება დასაქმებულთა რაოდენობაც - ამჟამად „ამბარს“ 380 თანამშრომელი ჰყავს, წლის ბოლომდე კი რაოდენობა 600-მდე გაიზრდება.

"ამბარი რითეილ გრუპ ჯორჯია" "კოკა-კოლას ჯგუფში" შემავალი კომპანიაა, რომელთანაც თიბისის მრავალწლიანი პარტნირობა აკავშირებს. ჯგუფთან ერთად ბანკს არაერთი პროექტი აქვს განხორციელებული, რომელიც მოიცავს ახალი რესტორნების გახსნას, პურ-ფუნთუშეულის საწარმოს მშენებლობას და ა.შ. ერთობლივი პროექტებით თიბისი ხელს უწყობს ადგილობრივი ბიზნესის გაძლიერებას, დასაქმების ზრდასა და ეკონომიკურ განვითარებას, როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში.

გამოგვყევით