Galt & Taggart-ის თბილისის საცხოვრებელი უძრავი ქონების კვლევის მიხედვით, უძრავი ქონების სექტორში 2026 წლის ივლისში მოთხოვნა მაღალ ნიშნულზე შენარჩუნდა როგორც პირველად, ასევე მეორად ბაზრებზე. ამასთან, 2026 წელს 7 თვეში თბილისში სულ 27 274 ტრანზაქცია დარეგისტრირდა და გაყიდვების ჯამურმა ღირებულებამ $2.5 მლრდ გახდა (+27.3% წ/წ).
მათივე ცნობით, ანალოგიურ პერიოდში, საჯარო რეესტრის მონაცემებით, დედაქალაქში გაყიდული ბინების რაოდენობამ 4 475 შეადგინა, აქედან:
მეორად ბაზარზე გაყიდვები წლიურად 18.8%-ით გაიზარდა და 2 294 გახდა (2026 წლის 7 თვეში +16.6% წ/წ), რაც 2022 წლის შემდეგ ყველაზე მაღალი თვიური ნიშნულია.
პირველად ბაზარზე გაყიდვები, რაზეც გავლენას დაგვიანებული რეგისტრაციები ახდენს, წლიურად 24.4%-ით გაიზარდა და 2 181 შეადგინა (2026 წლის 7 თვეში +19.9% წ/წ).
ამასთან, 2026 წლის ივლისში გაყიდული ბინების რაოდენობა წლიურად 14.8%-ით გაიზარდა (2026 წლის 7 თვეში +30.1% წ/წ)".
2026 წლის ივლისში, უძრავი ქონების ფასები პირველადი ბაზრის თეთრი კარკასის ბინებზე უბნების მიხედვით (აშშ დოლარი/კვ.მ) შემდეგნაირად გადანაწილდა:
ვაკე: $3 180
საბურთალო: $1 732
კრწანისი: $1 671
დიდუბე: $1 425
ისანი: $1 407
ნაძალადევი: $1 294
სამგორი: $1 178
დიდი დიღომი: $1 148
გლდანი: $1 146
ვაშლიჯვარი: $1 094
ასევე, ანალოგიურ პერიოდში დედაქალაქის მასშტაბით - დიდ დიღომში 942 ბინა, საბურთალოზე 772 ბინა, სამგორში 721 ბინა, გლდანში 442 ბინა, ხოლო ისანში 414 ბინა გაიყიდა.