logo
Loading data...
მთავარი ეკონომიკა

სტატია

ლევან ჟორჟოლიანმა ბელარუსის ელჩთან, ბელარუსში ქართული პროდუქციის ექსპორტის გაზრდის პერსპექტივები განიხილა

ლევან ჟორჟოლიანმა ბელარუსის ელჩთან, ბელარუსში ქართული პროდუქციის ექსპორტის გაზრდის პერსპექტივები განიხილა

1786350930

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი ბელარუსის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ნიკოლაი როგაშჩუკს შეხვდა.

შეხვედრაზე ყურადღება დაეთმო ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობების დინამიკას სხვადასხვა მიმართულებით და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებს.

განიხილეს სავაჭრო-ეკონომიკური კუთხით საქართველოსა და ბელარუსს შორის არსებული კავშირები და მათი შემდგომი გაღრმავების შესაძლებლობები. აღინიშნა, რომ ეკონომიკური ურთიერთობები მზარდი ტემპით ვითარდება, რასაც 2026 წლის პირველი ექვსი თვის განმავლობაში ორ ქვეყანას შორის არსებული სავაჭრო ბრუნვის მაჩვენებელიც ადასტურებს.  საუბარი შეეხო ბელარუსში ქართული პროდუქციის ექსპორტის გაზრდის პერსპექტივებს.

გამოგვყევით