logo
Loading data...
მთავარი ეკონომიკა

სტატია

"ბათუმის საზღვაო აკადემია ჩვენი ქვეყნისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი რესურსია" - პრემიერი

"ბათუმის საზღვაო აკადემია ჩვენი ქვეყნისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი რესურსია" - პრემიერი

1786018739

ბათუმის საზღვაო აკადემია - ეს არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი რესურსი ჩვენი ქვეყნისთვის და შესაბამისად, მომავალშიც ყურადღებას არ მოვაკლებთ ამ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების საქმიანობას, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, ბათუმის საზღვაო აკადემიის გაძლიერება საგანმანათლებლო სისტემის რეფორმის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტი იქნება.

„აქ იქმნება ძალიან მნიშვნელოვანი რესურსი ეკონომიკური თვალსაზრისით, ჩვენს მეზღვაურებს ძალიან დიდი წვლილი შეაქვთ ჩვენი ეკონომიკის განვითარებაში და შესაბამისად, მომავალშიც ყურადღებას არ მოვაკლებთ ამ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების საქმიანობას. რეფორმის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტი იქნება ამ დაწესებულების გაძლიერებაც,“- განაცხადა პრემიერმა.

გამოგვყევით