logo
Loading data...
მთავარი ტურიზმი

სტატია

"ახალციხე ტურისტულად დატვირთულ აგვისტოს ელოდება " - ვარლამ წიკლაური

ახალციხის მუნიციპალიტეტი ზაფხულის სეზონის მეორე ნახევარში ტურისტული ნაკადების კიდევ უფრო გააქტიურებას ელოდება. მუნიციპალიტეტის მერის ვარლამ წიკლაურის განცხადებით, მიმდინარე წლის 6 თვის მონაცემები იძლევა საფუძველს, რომ აგვისტოში გასული წლების შედეგები გაუმჯობესდეს.

როგორც მან „ბიზნესპარტნიორთან“ აღნიშნა, მიმდინარე წლის 6 თვის მონაცემებით, ახალციხის ციხეს 65 ათასზე მეტი ვიზიტორი ეწვია, საიდანაც 25 ათასზე მეტი უცხოელი ტურისტია.

ვფიქრობთ, რომ გასული წლების ყველა აგვისტოს თვეს უნდა აჯობოს წლევანდელმა შედეგებმა. ამის თქმის საფუძველს გვაძლევს ის ციფრები, რომელიც წლის 6 თვის მონაცემებში ჩანს. ტურისტული დინამიკა არის მზარდი და ეს გვაძლევს იმის საშუალებას, რომ დატვირთულ აგვისტოს ველოდოთ. აქვე უნდა აღინიშნოს ცენტრალური ხელისუფლების და სამხარეო ადმინისტრაციის ძალისხმევა და როლი, რომ მაქსიმუმი გაკეთდეს იმისთვის, რომ აქ ჩამოსულმა ვიზიტორებმა და ადგილობრივმა მცხოვრებლებმა თავი კარგად იგრძნონ“, - აცხადებს ვარლამ წიკლაური.

მანვე აღნიშნა, რომ 2025 წელს, ახალციხის ციხეს ჯამში 136 000-ზე მეტი ვიზიტორი სტუმრობდა.

 

გამოგვყევით