logo
Loading data...
მთავარი ფინანსები

სტატია

ფინანსთა სამინისტრომ ₾40 მლნ-ის ოდენობის სახაზინო ობლიგაციები გაყიდა - Galt&Taggart

ფინანსთა სამინისტრომ ₾40 მლნ-ის ოდენობის სახაზინო ობლიგაციები გაყიდა - Galt&Taggart

1785740802

საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ 2026 წლის 28 ივლისს 5.0-წლიანი 40 მლნ ლარის (15.2 მლნ აშშ დოლარის) ოდენობის სახაზინო ობლიგაციები გაყიდა. ამის შესახებ ინფორმაციას Galt&Taggart-ი აქვეყნებს

ამასთან, მოთხოვნა 4.8-ჯერ მაღალი იყო და საშუალო შეწონილი საპროცენტო განაკვეთი წინა აუქციონთან შედარებით 0.079პპ-ით შემცირდა და 8.448% შეადგინა.

საინვესტიციო ბანკის ცნობით, უახლესი აუქციონი დაგეგმილია 2026 წლის 4 აგვისტოს, სადაც 6-თვიანი 20 მლნ ლარის ნომინალური ღირებულების სახაზინო ვალდებულებები და 2.6-წლიანი 40 მლნ ლარის ნომინალური ღირებულების სახაზინო ობლიგაციები გაიყიდება.

გამოგვყევით