logo
Loading data...
მთავარი ბიზნესი

სტატია

"დღეს ქვეყანაში ლოგისტიკის მიმართულების გაძლიერებას შესაბამისი ყურადღება ექცევა" - გიორგი გოგლიძე

კომპანია Bene Group-ის გენერალური დირექტორის, გიორგი გოგლიძის შეფასებით, დღეს ქვეყანაში ლოგისტიკის მიმართულების გაძლიერებას შესაბამისი ყურადღება ექცევა.

როგორც გიორგი გოგლიძე გადაცემა "ბიზნესპარტნიორში" განმარტავს, საქართველომ უნდა შეძლოს გაფართოება, ხოლო ქართულმა კომპანიებმა იმ მასშტაბს უნდა მიაღწიონ, რაც ბალტიის ქვეყნებში (ესტონეთი, ლატვია, ლიეტუვა) მოქმედ მსხვილ კომპანიებს აქვთ, რათა საერთაშორისო ბაზარზე კონკურენციის გაწევა შეძლონ.

მისივე ცნობით, ლოგისტიკა უნდა გახდეს პრიორიტეტული მიმართულება, რომელსაც მთავრობაც და ბიზნესიც აჰყვება.

"ჩვენ როდესაც დავიწყეთ საქმიანობა 14-15 წლის წინ, ლოგისტიკა ძალიან ცუდ მდგომარეობაში იყო. მომსახურება ფრაგმენტული გახლდათ, რამდენიმე ტიპის გადაზიდვის განხორციელება შესაძლებელი საერთოდ არ იყო - დღეს კი უკვე შესაძლებელია. ჩვენი კომპანია საერთაშორისო გამოცდილებას მოერგო, ადრე მხოლოდ ერთი კომპანია არსებობდა, რომელიც საერთაშორისო სტანდარტებს პასუხობდა. ზოგადად, დღევანდელ საქართველოში თუ ბიზნესი  წარმატებულია, კაპიტალის მოძიება არანაირ პრობლემას წარმოადგენს.

სფეროს შიგნით ძალიან რთული პროცესები მიმდინარეობს - კულისებს მიღმა სისტემის დალაგება ხდება. უნდა აღვნიშნო, რომ უზბეკეთის დელეგაცია ძალიან დაინტერესებულია საქართველოში ინვესტიციებით - ჩვენც უნდა ვიყოთ დაინტერესებული იქ ინვესტიციების განხორციელებით. დღეს ლოგისტიკის მიმართულებას შესაბამისი ყურადღება ექცევა. მაგალითად, პრემიერ-მინისტრი სხვადასხვა ქვეყნებში ჩადის და ბიზნესის წარმომადგენლებთან შეხვედრებს მართავს, რაც ჩვენთვის მნიშვნელოვანია. ამჟამად ლოჯისტიკის მიმართულებით, როგორც პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაცია, ასევე ეკონომიკის სამინისტრო ძალიან კარგად მუშაობს", - აცხადებს გიორგი გოგლიძე.

გამოგვყევით