logo
Loading data...
მთავარი ეკონომიკა

სტატია

Aqualia საქართველოში მომდევნო 3 წლის განმავლობაში, მინიმუმ ₾350 მლნ-ის ინვესტიციის განხორციელებას გეგმავს

ესპანურმა კომპანია Aqualia-მ ბოლო 3 წლის განმავლობაში საქართველოში ₾350 მლნ-ის ინვესტიცია განახორციელა.

როგორც Aqualia-ს რეგიონალური დირექტორი, ხოსე ენრიკე ბოფელი გადაცემა "ბიზნესპარტნიორში" განმარტავს, კომპანია საქართველოში მომდევნო 3 წლის განმავლობაში მინიმუმ იმავე მოცულობის ინვესტიციის განხორციელებას გეგმავს.

მისივე შეფასებით, წყალმომარაგების სექტორის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია ინფრასტრუქტურის განახლება და ისეთი სატარიფო პოლიტიკის ჩამოყალიბება, რომელიც მოსახლეობისთვის სამართლიანი და ხელმისაწვდომი იქნება. 

"მიგვაჩნია, რომ საჯარო და კერძო სექტორების ურთიერთანამშრომლობა სავალდებულოა, რათა სფერო განვითარდეს და წლის მართვის მდგრადობა შენარჩუნდეს. ჩვენ კმაყოფილი არასდროს ვართ, რადგან მუდმივად წინ მივდივართ. გასულმა წლებმა საშუალება მოგვცა, რომ ყველა მიმართულებით სიტუაცია შეგვეცვალა - დღეს წყლის სისტემა გაცილებით უფრო სტაბილური და სანდოა. ამავდროულად მომსახურება, რომელსაც მომხმარებელს ვაწოდებთ გაუმჯობესებულია. ამჟამად, წყალს თბილისსა და რუსთავს მაღალი ხარისხით ვაწოდებთ. მაგალითად, 2022 წელს რუსთავისთვის წყლის მიწოდების მიმართულებით სერიოზული პრობლემები გვქონდა. ახლა კი 44%-ით შევამცირეთ ისეთი ადგილები, სადაც მომხმარებლები წყალს შეზღუდული რაოდენობით იღებდნენ. მომსახურების გამართვაში უფრო მეტი ინვესტიციების ჩადება გვსურს - შემდეგი სამი წლის განმავლობაში ყველა ინდიკატორის მიმართულებით მუდმივ გაუმჯობესებას ვპროგნოზირებთ", - აცხადებს Aqualia-ს რეგიონალური დირექტორი.

ცნობისთვის, ესპანური კომპანია Aqualia, რომელიც GWP-ის მფლობელია, საქართველოს ბაზარზე 2022 წლის თებერვალში შემოვიდა.

გამოგვყევით