logo
Loading data...
მთავარი ბიზნესი

სტატია

"ვაჭრობისა და ტვირთბრუნვის ზრდამ საწყობებზე მოთხოვნა გაზარდა" - Galt & Taggart

Galt & Taggart-ის ცნობით, საქართველოს სასაწყობე ბაზარი გარდამავალ ეტაპზეა - ვაჭრობისა და ტვირთბრუნვის ზრდამ საწყობებზე მოთხოვნა გაზარდა, რაც მიწოდების ტემპის დაჩქარებაში აისახა.

მათივე ინფორმაციით, მაღალი კლასის დიდი ფართების დეფიციტმა ქირა მნიშვნელოვნად გაზარდა, ხოლო მსხვილმა კომპანიებმა პასუხად საკუთარი თანამედროვე სადისტრიბუციო ცენტრების მშენებლობა დაიწყეს.

"ომპანიების უმრავლესობა საწყობებში ლოგისტიკურ ჯაჭვს თავად უზრუნველყოფს. 3PL კვლავ განვითარების ადრეულ ეტაპზეა, თუმცა ადგილობრივი ელ-კომერციის განვითარების, მცირე და საშუალო ბიზნესის მხრიდან მოთხოვნის ზრის და ქვეყანაში უცხოური კომპანიების შემოსვლის გათვალისწინებით ზრდის პოტენციალი აქვს", - განმარტავს Galt & Taggart-ი.

გამოგვყევით